მიხეილ ვართანოვი 3X3 კალათბურთში ფიბა-ს ლიცენზირებული მსაჯი გახდა

მიხეილ ვართანოვი 3X3 კალათბურთში ფიბა-ს ლიცენზირებული მსაჯი გახდა

მიხეილ ვართანოვი ფიბას ლიცენზირებული მსაჯია. ეს ტიტული ჩვენი სამსაჯო კორპუსის წარმომადგენელმა გუშინ ოფიციალურად მიიღო. მიხეილმა 3X3 კალათბურთის სამსაჯო გამოცდები გასულ თვეში, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ჩააბარა. შედეგები ახლა გამოქვეყნდა და საქართველოს წარგზავნილმა არბიტრმა დადებითი შედეგი დაიმსახურა.
მიხეილ ვართანოვი გამოცდილი მსაჯია როგორც სუპერლიგაში, ისე 3X3 კალათბურთში. მას ზურგს უმაგრებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და სხვადასხვა ტურნირების მსაჯობა 3X3 კალათბურთში.
3X3 საკალათბურთო აქტივობა მომავალი თვიდან დაიწყება და ამ სფეროში პირველ ქართველ მსაჯს საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობა მოუწევს.