მილოცვა ზაზა ფაჩულიას

მილოცვა ზაზა ფაჩულიას

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ეროვნული ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეს. „დალას მავერიკსის“ ცენტრი, რომელიც დღეს 32 წლის გახდა, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „დალას მავერიკსის“ ღირსებას იცავს და ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელია. ფედერაცია და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა ულოცავს ზაზას და მას წარმატებებს უსურვებს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო კარიერაში.