1997–წლამდელთა მინი–ფესტივალი. აკადემიის დარბაზი. 6 ივნისი
მე–5 ადგილისთვის
აკადემია 54:6 ქუთაისი
17:0 16:1 11:2 13:3
აკადემია: ცირეკიძე (14), ტურძელაძე (8), ლეშკაშელი (7)
ქუთაისი: ვადაჩკორია (3), ქელბაქიანი (2)
მე–3 ადგილისთვის
მართვე–2 23:29 ჯვაროსნები
10:5 5:2 3:14 5:8
მართვე 2: ჭიჭვეიშვილი (13), პაპანასტასისი (4)
ჯვაროსნები: ფაღავა (15), მაჭავარიანი (9)
ფინალი
რუსთავი 40:46 მართვე–1
6:12 4:11 16:10 14:13
რუსთავი: კერესელიძე (23), ჟღენტი (8)
მართვე–1: გოგალაძე (11), სხირტლაძე (8), ლიევი (8)
საკალათბურთო ფესტივალი ლამაზი ფინალით დასრულდა. ჩემპიონობა შეინარჩუნა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა „მართვე–1“–მა, რომელმაც ფინალში ოთარ ხმელიძის „რუსთავი“ 46:40 დაამარცხა.
გამარჯვებული მართველები კი გამოვიდნენ, მაგრამ საჩუქრები ყველამ თანაბრად მიიღო. ტურნირის ორგანიზატორმა კალათბურთის ფედერაციამ ტურნირის ყველა მონაწილეს საკალათბურთო ბურთები გადასცა. ყველა გუნდის 2–2 ყველაზე აქტიურ მოთამაშეებს კი ყურსასმენიანი მინი რადიოლები დაურიგდათ. თუმცა ეს საჩუქარი „მართვე–1“–ის ყველა მონაწილემ მიიღო, რაკი ამ გუნდმა ფესტივლის ფარგლებში ჩატარებულ ესტაფეტაშიც გაიმარჯვა, რომელშიც პატარები ბურთის ფლობასა და ტექნიკაში გამოიცადნენ.
ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. არც ერთ გუნდს მანამდე წაგება არ განეცადა და ცხადია, ახლაც მხოლოდ გამარჯვეაზე ფიქრობდნენ. თავიდან მართველებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და პირველი ტაიმი 23:10 მოიგეს. თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, თუმცა მეორე ტაიმიდან რუსთაველებმა მოუმატეს და ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი. მესამე მეოთხედი ხმელიძის შეგირდებმა 16:10 მოიგეს და გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს 2 ქულამდეც მიუახლოვდნენ. თუმცა მართველებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.
მესამე ადგილისთვის მატჩიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ლაშა თოიძის „ჯვაროსნებმა“ პირველი ტაიმი 7:14 წააგეს ხათუნა გაბედავას „მართვე–2“–თან, თუმცა მეორე ნახევარში ირაკლი ფაღავას აქტიურობით ანგარიშის ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი დაწინაურება მოახერხეს და საბოლოოდ საპატიო მესამე ადგილსაც დაეპატრონნენ.
მეხუთე ადგილისთვის მატჩში კი გია კაზანჯიანის „აკადემიამ“ ქუთაისელებს არ დაუტოვა შანსი და 54:6 მოუგო.
მართვე 2 – ჯვაროსნების მატჩის ფოტორეპორტაჟი:
მესამე ადგილის მფლობელი “ჯვაროსნები”
ფინალის ფოტორეპორტაჟი:
“მართვე –1″–ის მწვრთნელი ნინო ყიფშიძე და მისი შეგირდი ზაზა გონჯილაშვილი
მართველები ჩემპიონობას ზეიმობენ
გამარჯვებული მართველები: ზაზა გონჯილაშვილი, ლევან გოგალაძე და ნიკა ლოლიშვილი
ფესტივალის გამარჯვებული “მართვე–1”
ფინალის წამგები რუსთაველები
ფინალის შემდეგ მოგებულ–წაგებულები ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ