მინიკალათბურთის ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი მინისაკალათბურთო ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიან. ფესტივალი ტრადიციულად 11 და 12 წლამდელთა შორის ჩატარდება და წლეულს აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა 2003 და 2004 წელს დაბადებულებს უწევთ.
თავდაპირველად, სავარაუდოდ 1 ივნისიდან დაიწყება დედაქალაქის მინისაკალათბურთო ფესტივალი. აღნიშნული ტურნირების დასრულების შემდეგ 2003 და 2004 წელს დაბადებულთა შორის ცალ-ცალკე ჩატარდება საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალი.
აღნიშნულ ასაკებში მომუშავე მწვრთნელებს ფესტივალში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა