მინისაკალათბურთო ფესტივალის მე-3 ტურს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა

მინისაკალათბურთო ფესტივალის მე-3 ტურს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა

თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგნიზებით მიმდინარე მინისაკალათბურთო ფესტივალის მესამე ტურის თამაშები აკადემიის დარბაზში გაიმართა.
 
ჩატარებული 5 შეხვედრიდან რამდენიმე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დამატებით 3-წუთეულში კი მეტი მობილიზება დინამოელებმა გამოავლინეს, რომლებმაც ბრძოლაში – 4 ქულის სხვაობით დაამარცხეს რუსთაველები. საწყისი 2 წაგების შემდეგ „ბასტიონმა“ პირველად გაიმარჯვა. ლელა ცანავას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი გამარჯვება „აქსესთან“ მოიპოვა.
 
„აკადემიამ“ „კარდინალები“ 54:38 დაამარცხა, ხოლო „ჰიუნდაიმ“ „მაკაბის“ 31:14 მოუგო. დაძაბული გამოდგა დღის ბოლო 2 შეხვედრა. „მართვემ“ 31:26 სძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, ხოლო „სოხუმი“ ბოლო მეოთხედამდე უგებდა „ვესტას“ და საბოლოოდ 21:26 წააგო.
 

 
31 მაისი. საკალათბურთო აკადემია
აქსე – ბასტიონი              32:42 (11:8, 4:6, 10:13, 7:15)
აქსე: ნ. ბოწორიძე (12)
ბასტიონი: გ. გოლიაძე (13)
 
დინამო – რუსთავი                   40:36 (6:5, 6:10, 12:6, 10:13,6:2)
დინამო: ი. სულხანიშვილი (21)
რუსთავი: ლ. პერტაია (11)
 
აკადემია – კარდინალები 54:38 (11:10, 13:8, 14:6, 16:14)
აკადემია: მ. ზურაბაშვილი (25)
კარდინალები: გ. გორგაზე (15)
 
მაკაბი – ჰიუნდაი            14:31 (2:12, 4:4, 6:7, 2:8)
მაკაბი: ა. გაბედავა (5)
ჰიუნდაი: დ. გოგაძე (7)
 
მართვე – თსუ                           31:26 (15:9, 2:9, 10:6, 4:2)
მართვე: ლ. ხობელია (16)
თსუ: ლ. კორსავა (11)
 
სოხუმი – ვესტა               21:26 (12:4, 2:8, 7:8, 0:6)
სოხუმი: გ. ცეცხლაძე (6)
ვესტა: ნ. ნინუა (12)