მინისტრმა საჯარო სკოლებში კალათბურთი სასკოლო ლიგის შექმნის შესახებ განაცხადა

მინისტრმა საჯარო სკოლებში კალათბურთი სასკოლო ლიგის შექმნის შესახებ განაცხადა

1 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ვლადიმერ ვარძელაშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანთან, ვეტერან კალათბურთელ ნიკოლოზ დერიუგინთან და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ – ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ფალიშვილის ქუჩაზე მდებარე 165-ე სკოლას ეწვია და სპორტის გაკვეთილს დაესწრო.
 მინისტრმა კალათბურთელებთან ერთად საჯარო სკოლებში სპორტული ინფრასტუქტურის რეაბილიტაციის ახალი ეტაპის დაწყება გამოცხადა, რომლის მიხედვით სპორტული დარბაზები 50-მდე სკოლაში შეკეთდება და განახლდება.
 ასევე გადაწყდა, რომ სამომავლო სასაკოლო სეზონიდან კალათბურთის სასკოლო ლიგა შეიქმნება, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს, საქართველოს მასშტაბით სასკოლო ჩემპიონატები ჩატარდება, ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელები კი სამწვრთნელო პროცესში ჩაერთვებიან.
www.msy.gov.ge