“მიუოკის” მოგებ-წაგება ზაზასთან და ზაზას გარეშე

“მიუოკის” მოგებ-წაგება ზაზასთან და ზაზას გარეშე

ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. შაბათს გამთენიისას „მილუოკიმ“ სეზონის პირველი გამარჯვება „ფილადელფიასთან“ (93:81) მოიპოვა, თუმცა ამ შეხვედრაში ქართველ ცენტრს არ უთამაშია. დღეს, გამთენიისას კი მილუოკელებმა ვაშინგტონში 97:108 წააგეს და ამ შეხვედრაში ფაჩულიამ 14:08 წუთი ითამაშა.
ზაზა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 2 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.მილუოკელთაგან თავი ბრენდონ ნაითმა გამოიჩინა, რომელმაც 24 ქულა და 6 პასი მიითვალა.
„მილუოკის“ 1 მოგება და 2 მარცხი აქვს და მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს ინდიანაში, „პეისერსთან“ გამართავს.