თორნიკე შენგელიას, რომელიც ევროლიგის ტურის MVP-ის ტიტული ორჯერ გადასცეს, ხოლო თვის საუკეთესო მოთამაშედ მარტში დაასახელეს, სეზონის რჩეულად არჩევის შანსი აქვს. ევროლიგამ დაიწყო გამოკითხვა, რომლის მისაცნიც სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენაა.
ევროლიგის ვებ-გვერდზე (euroleague.net) უკვე დაიწყო გამოკითხვა, რომელშიც ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია მონაწილეობის მიღება. დარეგისტრირებული მომხმარებელი ირჩევს საუკეთესო მოთამაშეს და საუკეთესო ხუთულის დანარჩენ 4 წევრს. გულშემატკივრებს სასურველი კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა სოციალური ქსელების (Facebook, Twvitter, Google Plus) მეშვეობითაც შეუძლიათ.
გულშემატკივართა გამოკითხვის ხვედრითი წილი 25 %-ია, ხოლო დანარჩენი 75 % მასმედიის წარმომადგენლებს აქვთ, რომელთა სიტყვაც სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება. ევროლიგის ვებგვერდზე გამოკითხვის შედეგები ონლაინ-რეჟიმში იდება და სასიხარულოა, რომ ამ დროისთვის, 4.85%-ით, თორნიკე შენგელია პირველ ხუთეულში იმყოფება. ესპანური “ბასკონიას” ქართველ მძიმე ფორვარდს მხოლოდ ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”, 12.33%), ლუკა დონჩიჩი (“რეალი”, 8.48%), იან ვესელი (“ფენერბაჰჩე”, 7.90%) და ჯეიმს გისტი (“პანათინაიკოსი”, 6.71%) უსწრებენ.
გამოკითხვაში წარმოდგენილია გიორგი შერმადინიც, რომლისთვისაც ასევე შესაძლებელია ხმის მიცემა და კარგი იქნება, თუკი შენგელიასთან ერთად ხუთულში მასაც შევიყვანთ. ხმის მიცემის პროცედურა 4 მაისამდე გაგრძელდება და ხმის მიცემა დღეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
