საქართველოს ეროვნული ნაკრებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატი ხომ მოილია და იგი 2013 წლის ევროპირველობაზე მოსახვედრად ბრძოლას მომავალ სექტემბრიდან დაიწყებს. ფიბა-ევროპამ დაადგინა ის კალენდარი, რომლის მიხედვითაც ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის გუნდები განაწილდებიან.
მაშ ასე: 4 დეკემბერს გერმანიის ქალაქ მიუნხენში შედგება კენჭისყრა, რომელიც სლოვენიაში გასამართი ევროპის 2013 წლის ჩემპიონატისთვის გუნდებს ჯგუფებში გაანაწილებს. ის, თუ რამდენი ნაკრები მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ოქტომბრის ბოლოს გაირკვევა. სწორედ ოქტომბრის ბოლოს იწურება ევროპის ქვეყნებისთვის ევროპირველობაზე მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანის ვადა.
რაც შეეხება ევროპირველობის შესარჩევ ტურნირს, იგი 2012 წლის 15 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაიმართება. ჯერ ოფიციალურად არაა გამოქვეყნებული, თუმცა ლოგიკური გათვლებით, საქართველოს ეროვნული გუნდი კენჭისყრისას პირველ კალათაში უნდა იყოს განთესილი. გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, კალათები ამგვარად უნდა განაწილდეს:
პირველი კალათა: სერბეთი, გერმანია, ფინეთი, თურქეთი, საქართველო, ხორვატია.
მეორე კალათა: ბულგარეთი, ისრაელი, უკრაინა. პოლონეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, იტალია.
მესამე კალათა: ლატვია, ჩერნოგორია, ბელგია, პორტუგალია, ესტონეთი, ჩეხეთი.
მეოთხე კალათა: უნგრეთი, შვედეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, რუმინეთი, ავსტრია.
მეხუთე კალათა: ალბანეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, შვეიცარია.