„ენერჯი–ინვესტმა“ „ნიკესთან“ ნახევარფინალური სერია
გამარჯვებით გახსნა. რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა, რომელიც გასული წლის ჩემპიონია,
ზედმეტი გართულებების გარეშე მოიგო და 1:0 დაწინაურდა.
რუსთაველებს ამ სეზონში შინ ერთადერთი მარცხი განუცდიათ. რეგულარული
ჩემპიონატის პირველ ტურში რუსთავში „დინამომ“ იმარჯვა და მას შემდეგ „ენერჯი–ინვესტი“
საკუთარ კედლებში დაუმარცხებელია. „დინამო“ მეოთხედფინალიდან „ნიკემ“ გამოაგდო და
დღეს რუსთავში მოგების იმედით ჩავიდა, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია.
ქვემოქართლელებმა პირველი მეოთხედი 26:16 მოიგეს და ეს უპირატესობა არათუ
დაკარგეს, კიდევ უფრო განიმტკიცეს. ლევან ხმელიძე 29 ქულით შეეწია რუსთაველებს, ზურა
მაჭავარიანმა კი 20 მიითვალა. წაგებულთაგან გიორგი ტეტელაშვილი იყო მოწოდების
სიმაღლეზე, რომელმაც 29 ქულა ჩაიწერა ანგარიშზე.
ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო მატჩი 2 მაისს თბილისში, აგრარული
უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება.
მატჩის სტატისტიკა: http://u-20.ge/playoff/09-10/result/164