დღეს, 2 ივნისს, საკალათბურთო აკადემიამ 14-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს უმასპინძლა. ყველა შეხვედრაში იოლად იმარჯვეს ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა. თბილისს ნასტუმრევმა ქუთაისელებმა „კარდინალი 2“-ს მოუგეს, ხოლო „დინამომ“ „აკადემია 2“-ს 53 ქულით აჯობეს.
„აკადემიის“ ძირითადმა გუნდმა „მართვე“ 100:64 დაამარცხა, ყველაზე დაბალი სხვაობა კი თსსუ-სა და „კარდინალები 1“-ს შორის დაფიქსირდა – მედიკოსებმა მეტოქეს 59:46 აჯობეს.
27 მაისს, ქუთაისში გამართულ მატჩზე კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა. შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ მწვრთნელის, მამუკა აბრამიძის პროტესტის გამო აღნისნული მატჩი არ დასრულდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, როცა „ქუთაისი“ „დინამოს“ 84:78 უგებდა, თბილისელთა მწვრთნელმა გუნდი მოედნიდან გაიყვანა და აღარ დაუბრუნებია. აღნიშნული ანგარიში ძალაში დარჩა – „ქუთაისი“-„დინამო“ 84:78 დაფიქსირდა.
2 ივნისს გორში ადგილობრივი გუნდი „რუსთავს“ Sეხვდა და 76:52 მოუგო.
2 ივნისი. გორი
გორი – რუსთავი 76:52
21:8, 24:13, 17:20, 14:11
გორი: გ. ხუბულაშვილი (28), მ. ჩადუნელი (14)
რუსთავი: მ. გავაშელიშვილი (16), ი. ქოჩიაშვილი (10)
2 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
კარდინალი 2 – ქუთაისი 59:80
10:29, 16:14, 15:22, 18:15
კარდინალი: ნ. ნიკოლაიშვილი (24), გ. გორგაძე (17)
ქუთაისი: გ. კენჭაძე (14), დ. გვენეტაძე (12), მ. კაპანაძე (10)
აკადემია 2 – დინამო 39:92
11:23, 4:28, 10:24, 14:17
აკადემია: ს. კაზანჯიანი (16), გ. იოსელიანი (12)
დინამო: ი. ისრაელიანი (29), გ. სადღობელაშვილი (14)
აკადემია – მართვე 100:64
25:7, 22:22, 29:21, 24:14
აკადემია: ს. გეგუჩაძე (35), გ. კვაჭანტირაძე (22)
მართვე: ნ ნადარეიშვილი (15), შ. გორგოძე
კარდინალები 1 – თსსუ 46:59
15:24, 10:23, 13:13, 10:9
კარდინალები: გ. ჭოლაძე (15), ვ. გიგაური (8)
თსსუ: ს. მდივანი (31), კეკელიძე (23)