მოთამაშეებისთვის შემუშავებული უკონტაქტო ვარჯიშების პროგრამა

მოთამაშეებისთვის შემუშავებული უკონტაქტო ვარჯიშების პროგრამა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირთან, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერებთან, მწვრთნელებთან და სამედიცინო ჯგუფთან ერთად, ამჟამინდელი მოცემულობისა და რეგულაციების გათვალისწინებით, სავარჯიშო პროგრამა შეიმუშავა. სპეციალური პროგრამა, რომელშიც წარმოდგენილი ვარჯიშებიც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტმა, მილოშ გლიგორიევიჩმა შეადგინა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმდა. 

აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს ნაკრებების კანდიდატთა მაქსიმალური ხელშეწყობა და სპორტული ფორმის შენარჩუნება, რომლებსაც 2019-2020 წლების სეზონში დაგეგმილი ჰქონდათ სავარჯიშო შეკრებები და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ოლიმპიური სასახლის ხელმძღვანელობასთან, სადაც ზემოთაღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ვარჯიშების ჩატარებაა დაგეგმილი. 

 

დ ა ნ ა რ თ ი #1