მოულოდნელი შედეგი: ბელარუსმა უკრაინა დაამარცხა

მოულოდნელი შედეგი: ბელარუსმა უკრაინა დაამარცხა

თბილისის საერთაშორისო ტურნირის მეორე ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ბელარუსმა, რომელიც საქართველოსთან გუშინ 23 ქულით წააგო, უკრაინიელთა დამარცხება მოახერხა. ბელარუსებმა მთელი მატჩი ერთ დონეზე, მობილიზებულად ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

მატჩის ბომბარდირი 19 ქულით პაველ ულიანკო გახდა, უკრაინელთაგან კი ყველაზე მეტი – 18 ქულა სერგეი გლადირმა მიითვალა.
უკრაინა საქართველოსთან ერთად ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. მაიკ ფრატელოს გაწვრთნილმა უკრაინელებმა ტურნირის პირველ დღეს ესტონეთი დაამარცხეს და ბელარუსთანაც ფავორიტად ითვლებოდნენ, მაგრამ სტატუსი ვერ გაამართლეს.
მატჩის დაწყებამდე უკრაინელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა თქვა, არტურ დროზდოვს ვასვენებთ, რათა ხვალ საქართველოსთან ბოლომდე დაიხარჯოსო. დროზდოვი უკრაინელთა ვეტერანი და ერთ-ერთი შედეგიანი კალათბურთელია და მისი არყოფნა ფრატელოს გუნდს დაეტყო.
უკრაინა ხვალ საქართველოს შეხვდება, ბელარუსი კი ესტონეთს დაუპირისპირდება. ტურნირის გამარჯვებული ბედიც ამ მატჩებში გაირკვევა. დღეს, 19 საათზე საქართველო ესტონეთს შეხვდება.

 

სტანისლავ ტიმოფენკო:  დღეს არაფერი გამოგვივიდა, მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა და  შეხვედრა მარცხით დავასრულეთ.  
 
ალექსანდრ კუდრიაცევი:  ძალინ გვინდოდა ამ შეხვედრის მოგება.  ნელ-ნელა შევდივართ ფორმაში და მოხარულნი ვართ რომ მატჩში დამაჯერებლად ვიმარჯვეთ.
მაიკ ფრატელო:  მეტოქემ ძალიან ძლიერად ითამაშა. ბელარუსი ყველა კომპონენტში  დომინირებდა  და მატჩშიც დამსახურებულად იმარჯვა. ჩვენს გუნდს დიდი სამუშაო აქვს. ხვალ კიდევ უფრო რთული ბრძოლა გველის. საქართველოს ნაკრებთან ასეთი თამაშით ვერაფერს გავხდებით.
 
ანდრეი კრივონოსი: გუშინდერლი მატჩის შემდეგ ცუდი ლაპარაკი გვქონდა ბიჭებთან , დღეს კი გამოვასწორეთ დაშვებული შცდონები და გუშინდელი მატჩიან გამომდინარე  დღეს თამაში  აშკარად გამოვასწორეთ. დღეს ვეცადეთ თამაშზე კონტროლის დამყარება რაც უშინ არ გამოგვივიდა.
 
  
ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები