ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დასრულდა. შესაბამისად, დაკომპლექტდა ის 24 გუნდი, რომლებიც 2013 წლის 4 სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმებიან. საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში გასამართი ევროპირველობის საგზური შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა, თუმცა ფინალური ეტაპის საგზურებისთვის ბრძოლა სხვა გუნდებისთვის ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ევრობასკეტ 2013-ის ბოლო, 24–ე საგზური სერბეთმა მოიპოვა. ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა შემდეგაც გაირკვა, რომ ფინალურ ეტაპზე მაინც მოხვდა.
სერბები ევრობასკეტზე გასვლას ხარობენ
სერბებს ისრაელის 19 ქულით დამარცხება ესაჭირებოდა, რათა ჯგუფში მეორე ადგილზე გასულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა და ევრობასკეტზე პირდაპირი გზით ვერ მოხვდა. როცა ყველა ჯგუფში მატჩები დასრულდა, 6 მესამეადგილოსანის შედეგები დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მესამე ადგილიდან ფინალური ეტაპის საგზურები ლატვიამ, ბელგიამ, ჩეხეთმა და სერბეთმა მოიპოვეს. B და C ჯგუფებში მესამეზე გასული ბულგარეთი და ავსტრია ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.
საბოლოო სატურნირო ვითარება
(წითელი ფერით ევრობასკეტზე გასული გუნდები არიან აღნიშნულნი)
A ჯგუფი
1.
მონტენეგრო
10
10
0
814
697
1.168
20
2.
ისრაელი
10
6
4
861
751
1.146
16
3.
სერბეთი
10
6
4
846
721
1.173
16
4.
ესტონეთი
10
6
4
768
761
1.009
16
5.
ისლანდია
10
1
9
743
920
0.808
11
6.
სლოვაკეთი
10
1
9
704
886
0.795
11
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიდის
თურქებმა ევრობასკეტის საგზური ბოლო ტურში მოიპოვეს