დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში „კალათბურთის მსაჯთა კავშირის“ ხელმძღვანელობა სუპერლიგის გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი კალათბურთის წესებში მომხდარი ცვლილებებისა და გასულ სეზონში მომხდარი საკამათო ეპიზოდების განხილვა იყო.
როგორც ფიბა–ს არბიტრი, „საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის“ ინსტრუქტორი მაკა კუპატაძე აცხადებს, გასულ სეზონში მატჩების მსვლელობისას რამდენიმე საკამათო ეპიზოდი მოხდა. მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელობამ ანალოგიური ეპიზოდების შესახებ ფიბა–ს ოფიციალური წესების ვიდეო–ინტერპრეტაცია მოიძია, რომელიც გუნდების წარმომადგენლებმა ნახეს. კუპატაძის განცხადებით, ამ ვიდეომასალის გაცნობა ხელს შეუწყობს მომავალი სეზონის უფრო კორექტულად და წესების დაცვით ჩატარებას.
მსაჯთა კავშირის წევრებმა ქართული კლუბების წარმომადგენლებს ის მცირე ცვლილებები გააცნეს, რომლებიც კალათბურთის ოფიციალურ წესებში ბოლო დროს განხორციელდა.