დღეს, სასტუმრო რედისონში მსაჯთა კორპუსის წინასასეზონო შეკრება გაიმართა. საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მომსახურე არბიტრებს, კომისრებს და მსაჯ-მდივნებს შეხვდა, რის დროსაც სხვადასხვა საჭირბოროტო თემის განხილვასთან ერთად, მსაჯებს სემინარი ჩაუტარდათ.
შეხვედრა მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა, როლანდ ხომერიკმა გახსნა, რის შემდეგაც მსაჯთა ინსრტუქტორმა, ფიბა-ს არბიტრმა მაკა კუპატაძემ სემინარი ჩაატარა. სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო-რგოლების მეშვეობის მსაჯებმა მრავალი საკამათო მომენტი ნახეს და საჯაროდ გაარჩიეს.
მაკა კუპატაძის შემდეგ მსაჯებს, მდივნებს და კომისრებს სემინარი ჩაუტარა კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ფიბა-ს კომისარმა, მერაბ რატიშვილმა, რომელმაც იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც მატჩის მომსახურე პერსონალს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს.
ხვალ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების არბიტრები სპეციალურ გამოცდებს ჩააბარებენ.