მსაჯთა კომიტეტის და სადისციპლინო კომიტეტის გადწყვეტილებები

მსაჯთა კომიტეტის და სადისციპლინო კომიტეტის გადწყვეტილებები

კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა
კომიტეტის
გადაწყვეტილებით,
მსაჯ მალხაზ ანდღულაძეს ს ეზონის ბოლომდე მიეცა დისკვალიფიკაცია მსაჯისადმი წაყენებული
მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. ამასთან კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურმა
კომისიამ განიხილა

3 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში  თსუ-სა 
და  სტუ-ს გუნდებს შორის მატჩის დროეს
მომხდარი ინციდენტი და გამოიტანა შესაბამისი 
დადგენილება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის  ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომის

 

ოქმი N13

ქ.თბილისი                                                                    4 მაისი, 2011წ.

                                                                                                       

            სხდომას  ესწრებოდნენ: გ. მიქაძე,  გ.ბიჭიაშვილი, ვ. ლომაძე 

           
თამაშის  კომისარი: მ.რატიშვილი  

 

დღის წესრიგი

2011 წლის 3 
მაისს ქ.თბილისის სპორტის სასახლეში თსუ-სა და  სტუ-ს გუნდებს შორის მატშიც დროს  მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მოისმინეს:
განიხილეს ტამაშის კომისრის მ.რატიშვილის  მიერ თამაშის ოქმის  ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თამაშის მესამე
პერიოდში სტუ-ს მწვრთნელმა ზურაბ ტომარაძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯს გურამ
მიქელაძეს, რისთვისაც მიიღო ტექნიკური ფოლი. ტომარაძემ ამის შემდეგაც, კვლავ მიაყენა
მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაძევებულ იქნა მოედნიდან. დისკვალიფიკაციის შემდეგაც
ტომარაძე განაგრძობდა მსაჯის შეურაცხყოფას, ვიდრე არ დაატოვებინეს სათამაშო მოედანი.

გამოვიდნენ:  კომისიის წევრებმა გამოთქვეს აღშფოთება ზ. ტომარაძის
საქციელის გამო. ითქვა, რომ მისი საქციელი მით უფრო გასაკვირი, საწყენი და მიუღებელია,
რადგან მას არ ახასიათებს ამ ტიპის  ქცევა და
ხშირად თვითონ  მკაცრად გმობს მსგავს გამოხტომებს.

დაადგინეს:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მწვრთნელი
ზურაბ ტომარაძე, დებულების  22.5 მუხლის თანახმად
დისკვალიფიცირებულია ოთხი თამაშით და  ეკისრება
ფულადი ჯარიმა 200 (ორასი) პირობითი ერთეულის ოდენობით, ეკვივალენტით ლარებში.