მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქეც გაირკვა: ავსტრია

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქეც გაირკვა: ავსტრია

გუშინ ფიბა-მ კენჭისყრა გამართა, რომელმაც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფებში გუნდები გაანაწილა. დავაზუსტებთ, რომ გასულ მაისს გამართულმა კენისყრამ მსოფლიოს შესარჩევი ტურნირისთვის გუნდები უკვე გაანაწილა, თუმცა ჯგუფებში რამდენიმე თავისუფალი ადგილი დარჩა იმ ნაკრებებისთვის, რომლებიც აგვისტოს დაგეგმილ დამატებით საკვალიფიკაციო ეტაპზე იმარჯვებდნენ.

ეს დამატებითი საკვალიფიკაციოც დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკციო ტურნირს დაემატნენ. გუშინდელმა კენჭისყრამაც ეს გუნდები ჯგუფებში გაანაწილა. საქართველოს ჯგუფში გერმანია, სერბეთი და 1 თავისუფალი ადგილი იყო. კენჭისყრის შედეგად სწორედ ეს თავისუფალი ადგილი დაიკავა ავსტრიამ და ჯგუფიც შეივსო.
სერბეთი, საქართველო, გერმანია და ავსტრია – ამ 4 ნაკრებიდან 2 წრის შემდეგ 3 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა და გააგრძელებს ბრძოლას მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად.
კალენდარი
24 ნოემბერი, 2017: გერმანია – საქართველო
27 ნოემბერი, 2017: საქართველო – სერბეთი
22 თებერვალი, 2018: ავსტრია – საქართველო
25 თებერვალი, 2018: საქართველო – გერმანია
29 ივნისი, 2018: სერბეთი – საქართველო
2 ივლისი, 2018: საქართველო – ავსტრია