საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოწყვევით, თბილისში ჩამოდის მსოფლიო დონის ცნობილი სერბი მწვრთნელი, მრავალგზის საკლუბო და სანაკრებო ტიტულების მფლობელი ვესელინ მატიჩი.
მატიჩს არაერთ კლუბსა თუ ნაკრებში უმუშავია. არის მსოფლიოს (ასისტენტის რანგში), ევროპისა (ასისტენტის რანგში) და აზიის ჩემპიონი. ეს ტიტული სერბმა მწვრთნელმა რამდენიმე თვის წინ მოიგო, როცა ირანის ეროვნული გუნდი აზიაში გააჩემპიონა.
ვესელინ მატიჩი თბილისში სამწვრთნელო სემინარს გამართავს. კვირას, 13 დეკემბერს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მატიჩი ქართველ მწვრთნელებს საკალათბურთო ვარჯიშების შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს. იგეგმება, რომ აღნიშნულ ღონისძიებას უკლებლივ ყველა ის მწვრთნელი დაესწროს, რომელიც ახალგაზრდებში მუშაობს, თუმცა სერბი სპეციალისტის სემინარებისას დიღმის ბაზის კარები ნებისმიერი, მათ შორის გამოცდილი მწვრთნელებისთვისაც ღია იქნება.
ვესელინ მატიჩი
ვესელინ მატიჩის კარიერა და ტიტულები
„ბელგრადი“ (იუგოსლავია) (1988-90)
იუგოსლავიის ნაკრები (1989-1990)
კლუბი „კარლსრუე“ (გერმანია) (1990-93)
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) (1993-94, ასისტენტი)
„პარტიზანი“ (სერბეთი) (1994-96, ასისტენტი)
„ფრაიბურგი“ (გერმანია) (1997-98)
„პოლონია“ (პოლონეთი) (1998-00)
„კიოლნი“ (გერმანია) (2000-01)
„რეინი ენერგია“ (გერმანია) (2001-05, სპორტული დირექტორი)
პოლონეთის ეროვნული ნაკრები (2005-06)
„კალევი“ (ესტომეთი) (2006-08)
„საგესი“ (ლიბანი) (2008-09)
ირანის ეროვნული ნაკრები (2009-დღემდე)
საკლუბო ტიტულები:
სერბეთის ჩემპიონი (1993-94)
სერბეთის ჩემპიონი (1994-95)
სერბეთის ჩემპიონი (1995-96)
სერბული „ბელგრადი“ მე–2 დივიზიონიდან გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში (1998-00)
ესტონეთის თასის მფლობელი (2007-08)
სანაკრებო ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი (1996-1997)
მსოფლიოს ჩემპიონი (1998, სკაუტი)
ევროპის ჩემპიონი (2001, ასისტენტი)
მსოფლიოს ჩემპიონი (2002, ასისტენტი)
აზიის ჩემპიონი (2009)