მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის პირველი ეტაპი გამოცდებით დასრულდა

მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის პირველი ეტაპი გამოცდებით დასრულდა

მწვრთნელთა ლიცენზირებისა და გადამზადების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კალათბურთის ფედერაციამ აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან წამოიწყო და თავიდანვე მისი 3 ეტაპი დაიგეგმა. პირველი ეტაპი გასულ ზაფხულს დასრულდა და სანამ მეორე დაიწყებოდეს, იმ მწვრთნელებისთვის, რომლებმაც პირველი ეტაპის ლიცენზიები რიგი მიზეზების გამო ვერ მიიღეს, ამის გაკეთესბის საშუალება გუშინ მიეცათ.

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში მწვრთნელთა ლიცენზირებისა და გადამზადების პროგრამის პირველი ეტაპის ტესტირება და გამოცდები გაიმართა, რომელში მონაწილეობაც ძირითადად დამწებმა მწვრთნელებმა მიიღეს. ტესტირება-გამოცდები ჩააბარეს იმ გამოცდილმა სპეციალისტებმაც, რომლებმაც პირველი ეტაპის გავლა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს.
დაახლოებით 30-მა მწვრთნელმა ჯერ თეორიული მასალა ჩააბარა ტესტირების გზით, შემდეგ კი პრაქტიკულადაც მოუხდა საკალათბურთო ცოდნის მცოდნე სპეციალისტებთან გაზიარება. გამოცდების პრაქტიკულ ნაწილს იბარებდნენ ვეტერანი კალათბურთელები და ცნობილი სპეციალისტები: ანტონ კაზანჯიანი, გივი ბიჭიაშვილი, ნიკოლოზ ჩრქეზიშვილი და გელა წულაძე.
ამ გამოცდით საბოლოოდ დასრულდა მწვრთნელთა ლიცენზირებისა და გადამზადების პროგრამის პირველი ეტაპი. პროგრამის მეორე ეტაპის სემინარები გასულ ზაფხულს რეგიონებსა და დედაქალაქში ჩატარდა, ხოლო ტესტირება-გამოცდები გაიმართება მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება.