მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის სასერტიფიკატო სემინარები სრულდება

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის სასერტიფიკატო სემინარები სრულდება

გრძელდება განახლებული „მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა“, რომელიც სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად რიგით მე-4 სემინარი ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს და რომლის პირველი ეტაპის (C კატეგორია) გასავლელად და შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად 85 მწვრთნელი დარეგისტრირდა. 

სანამ ტესტირება და გამოცდები ჩატარდებოდეს, 5 სემინარი დაიგეგმა საგამოცდო თემებზე. ოლიმპიური სასახლის A დარბაზმა მორიგ სემინარებს უმასპინძლა, რომელიც სტანდარტულ ახსნა-განმარტებითთან ერთად ინტერაქციურ ხასიათს ატარებდა. 

საკითხები კი შემდეგნაირი იყო:

მწვრთნელის და მსაჯის კომუნიკაცია – სემინარი წაიკითხეს ფიბა-ს არბიტრმა, მიხეილ ვართანოვმა და კლუბ ქუთაისისა და 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა.

ფიზ-მომზადება (სწორად დატვირთვა, მინი კალათბურთი და 14 წლამდელებში, სხვადასხვა გასართობი ვაჯიშები, ასევე ჰოლოსტიკური განვითარება) – დამსწრეებს გააცნო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში ფიზ-მომზადებისა და ინდივიდუალური გადამზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით თორთლაძემ, რომელმაც აღნიშნულ თემატიკაზე სემინარიც წაიკითხა და ასევე მოედანზე სადემონსტრაციოდ ვარჯიშები ჩაატარა.

„მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა“ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგვე გაგრძელდება და გამოცდა-ტესტირების შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპში (B კატეგორია) მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. ეს უკვე იმ მწვრთნელებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებთან მუშაობენ.