ვახტანგ ნაცვლიშვილმა და მისმა “დიჟონმა” საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში თავიდანვე დიდი უპირატესობა მისცეს “რუანს” და საბოლოოდ 86:98 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 24 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. მისმა გუნდმა 26 შორეული სროლიდან მხოლოდ 8 გამოიყენა.
დიჟონი – რუანი 86:9824:35, 16:16, 13:20, 23:17დიჟონი: ტ. ჯონსონი (22 ქ. 2 ჩ), ლუქსი (18 ქ. 3 მ), სკიარა (13 ქ. 10 პ. 8 მ. 2 ჩ), ვახტანგ ნაცვლიშვილი (24 წუთი, 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა, 1 პასი).რუანი: დ. სპენსერი (35 ქ. 3 მ), ა. ჰარპერი (21 ქ. 8 პ), სალიერსი (21 ქ. 5 მ. 5 პ. 2 ჩ).
დიჟონი: 29 მატჩი, 15:14, X ადგილი.
გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმაც” წააგო თავისი შეხვედრა. საქართველოს ნაკრების თავკაცის შეგირდებს “ბეზანსონმა” 103:100 აჯობა.
ბეზანსონი – პო-ორტეზი 103:10017:28, 22:22, 30:17, 16:18ბეზანსონი: ჯ. ფორდი (27 ქ. 5 მ), კოლსონი (25 ქ. 12 პ), ბრედფორდი (15 ქ. 2 პ). პო-ორტეზი: მ. რაიტი (23 ქ. 11 მ), სანდერსი (19 ქ), ჰარისონი (16 ქ. 5 მ), ფერშო (15 ქ), მაილზი (11 ქ. 10 მ).
პო-ორტეზი: 29 მატჩი, 16:13, VI ადგილი.