დღეს დასრულდა სლოვენიელი მწვრთნელების მიერ 10 დღის მანძილზე მიმდინარე საკალათბურთო კემპი „New Era Basketball”, რომელიც კალათბურთის ევროვნული ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და რომლის ფარგლებშიც 60-მდე ახალგაზრდა თანამედროვე საკალათბურთო ვარჯიშებს ეზიარა.
კემპი 2 ეტაპად ჩატარდა. 19-დან 23 მაისის ჩათვლით თბილისის „დინამოს“ ბაზაზე 18 წლის და ზემო ასაკის კალათბურთელები შეიკრიბნენ და კომბინირებული ვარჯიშების კურსი გაიარეს. სლოვენიელი სპეციალისტები – ლუკა კრიჟაი, ჟიგა მრავლიაკი, მატიც მრავლიაკი და უროშ ნინიჩი – ახალგაზრდები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა კომპონენტში ავარჯიშებდნენ.
უშუალოდ კომბინაციებთან ერთად მიმდინარეობდა ვარჯიშები ფიზმომზადებაში, ორიენტაციასა და სხვადასხვა კომპონენტებში.
23 მაისს პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის შემდეგაც ასპარეზი 15-17 წლის ახალგაზრდებს დაეთმოთ, რომლებიც 5 დღის განმავლობაში ემზადებოდნენ სლოვენიელმა მწვრთნელებმა ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტოივაციის მისაცემად გამოაცხადეს, რომ კემპის საუკეთესო ორ მონაწილეს სლოვენიაში ორკვირიან მოსამზადებელ კურსს გაატარებდნენ.
უცხოელ მწვრთნელთა გადაწყვეტილებით სლოვენიაში გოგა ბითაძე და რეზი ჩიქოვანი გაემგზავრებიან.
კემპზის რამდენიმე ვარჯიშს დაესწრო ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, რომელმაც ახალგაზრდებთან ერთად ივარჯიშა კიდეც და მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
კემპის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ მონაწილეებს შორის საკუთარი, „მილუოკი ბაქსის“ მაისურა გაათამაშა. პირობა ასეთი იყო, ვინც მოედნის ცენტრიდან ბურთს ჩააგდებდა, ფაჩულიას მაისურიც მისი იყო. ცენტრიდან ბურთის ჩაგდება კლუბ „არმიას“ 18-წლამდელთა გუნდის წევრმა, თორნიკე გაგუამ მოახერხა, რომელსაც მილუოკელი ცენტრის სათამაშო მაისურა ერგო.