ნიკა მეტრეველი კარიერას იტალიურ „ნაპოლიში“ გააგრძელებს. eurobasket.com-ის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ფორვარდმა ნეაპოლურ კლუბთან პირობებზე უკვე შეთანხმდა. მეტრეველმა გასული სეზონი იტალიის სერია A-ს კლუბ „სასარი დინამოში“ გაატარა. მეტრეველი „სიენას“ საკუთრებაა და „ნაპოლიში“ განათხოვრების წესით ითამაშებს.
ნეაპოლური კლუბი სერია B-ში გამოდის. 3 წლის წინ ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო და მაშინ იქ ნიკა ცქიტიშვილი თამაშობდა. შემდეგ „ნაპოლი“ ქვედა ლიგაში დაქვეითდა და ელიტაში დაბრუნებას ცდილობს.
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, რომლის შედეგებითაც საქართველოს ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ნიკამ 4 შეხვედრა ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 2.5 ქულა და 2.5 მოხსნა იყო.
2 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ ლეგადუეში მე-5 ადგილზეა. მე-3 ტურში, 21 ოქტომბერს, მეტრეველის გუნდი „იმოლას“ დაუპირისპირდება.