ნიკა მეტრეველი სერია A-ში ითამაშებს

ნიკა მეტრეველი სერია A-ში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, „შსს-აკადემიაში“ საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ნიკა მეტრეველი იტლიის უმაღლეს ლიგას უბრუნდება. ის კარიერას სერია „ა“-ს კლუბ „ორლანდინაში“ გააგრძელებს.
მეტრეველისთვის იტალია კარგადაა ნაცნობი. ის აპენინის ნახევარკუნძულზე 16 წლის ასაკში გადავიდა, სადაც „რიმინის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა. მას შემდეგ მისი მოგზაურობა იტალიის სხვადასხვა კლუბებში დაიწყო. მეტრეველმა მოიარა იტალიის მეორე, მესამე ლიგები – იცავდა სხვადასხვა კლუბების ღირსებას, სანამ გასულ სეზონში საქართველოს არ დაუბრუნდა. ერთწლიანი შესვენების შემდეგ მან კვლავ იტალიას, ამჯერად უმაღლეს ლიგას მიაშურა.
კლუბი „ორლანდინა“ იტალიის ჩემპიონატში მაღალი შედეგებით არ გამოირჩევა. კლუბი გასულ სეზონში 16-გუნდიან სერია „ა“-ში მე-14 დგილზე გავიდა. 

ამ ბანერით მიესალმა მეტრეველს კლუბი “ორლანდინა” საკუთარ ვებ-გვერდზე