კლუბის გამოცვლის შემდეგ ნიკა მეტრეველმა პირველი მატჩი გამართა. შეგახენებთ, რომ იტალიის სერია „ა“-ს „იუვეკაზერტადან“ ქართველი ფორვარდი სერია „ა2“-ის წევრ „სკაფატში“ გადავიდა და დებიუტიც ჰქონდა.
„სკაფატი“ „რიეტის“ შეხვდა და დამარცხდა, მეტრეველმა კი მოედანზე 18 წუთი გაატარა. ნიკამ 3 ორქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ქულას 4 მოხსნა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“სკაფატის” 4 მოგების წილ 15 მარცხი მოუგროვდა და სერია A2-ს დასავლეთ ლიგაში ბოლო ადგილზეა. ამავე დივიზიონში მცირედით უკეთესი მდგომარეობა აქვს ლევან ბაბილოძის “რეჯიო კალაბრიას”, რომელმაც სტუმრად “სიენასთან” 54:75 წააგო და 19 ტურში მხოლოდ 6 მოგება აქვს. ქართველმა ლეგიონერი თამაშში მხოლოდ წუთი ჩაერთო და რა გასაკვირია, ყველა გრაფაში ნულიანი უწერია. აღმოსავლეთ დივიზიონში გიგა ჯანელიძის “ჯესიმ” “კიეტის” 110:96 სძლია და 9 გამარჯვებით მე-9 ადგილამდე აღზევდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ჯანელიძემ 2-ვე ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.