ნიკა მეტრეველმა ტურინში სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ნიკა მეტრეველმა ტურინში სასტარტო ხუთეულში ითამაშა

იტალიის მეორე დივიზლიონში, რომელსაც „ოქროს ლიგა“ ეწოდება, ნიკა მეტრეველის „ჯივოვა ნაპოლიმ“ მარცხი განიცადა. ნეაპოლელები ტურინში „მანიტალს“ ესტუმრნენ და შეხვედრა 66:79 დათმეს.
ქართველი ფორვარდ-ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. მეტრეველმა თამაშიდან 10-დან 2 ტყორცნა გამოიყენა და 4 ქულას 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. 23:57 წუთში ქართველმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ნაპოლის” 3 მოგების წილ 4 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს შინ “ტრიესტეს” წინააღმდეგ გამართავს.