ნიკა ცქიტიშვილმა დეტროიტთან 4 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა

მორიგი მატჩები გაიმართა ამერიკაში მიმდინარე საზაფხულო ლიგაზე. ნიკოლოზ ცქიტიშვილის “დენვერ ნაგეტსი” “დეტროიტ პისტონზს” შეხვდა და 92:84 დაამარცხა.ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 16 წუთში 4 ქულა და 6 მოხსნა იყო. ცქიტიშვილმა 5 სროლიდან 2 გამოიყენა და მატჩი 3 შეცდომით, 2 პერსონალური შენიშვნითა და 1 დაფარებით დაასრულა. მის გუნდში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი ვონ უაფერი იყო, ხოლო “პისტონზში” კი 19 ქულა წლევანდელ დრაფტზე აყვანილმა არონ აფლალომ დააგროვა.