როგორც ესპანური პრიმერადივიზიონის გუნდმა “ლაგუნ არომ” ოფიციალურად გამოაცხადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა ცქიტიშვილი ამ გუნდის წევრი გახდა. ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ ცქიტიშვილმა “ლაგუნ აროსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში ცქიტიშვილი ესპანურ “ფუენლაბრადას” წევრი გახლდათ და 22 მატჩში, საშუალოდ 18.5 წუთში, 7.7 ქულას აგროვებდა, მისმა კლუბმა კი მხოლოდ 12 მატჩის მოგება შეძლო და მე-16 ადგილზე გასვლით, ფლეი ოფს მიღმა დარჩა.
გასულ სეზონში, “სკიტას” ახალმა გუნდმა მცირედით უკეთ უკეთ ითამაშა. ბასკებმა 21 მარცხის ფონზე 13 გამარჯვება იზეიმეს და მე-14 საფეხურს დასჯერდნენ.
სან სებასტიანელთა დამრიგებელი პაბლო ლასო გახლავთ, რომელსაც გუნდში არაერთი ლეგიონერი ჰყავს. უცხოელთაგან “ლაგუნ აროს” ღირსებას პოლონელი მიხალ იგნერსკი, სლოვენიელი დომენ ლორბეკი და ამერიკელები – ბერნარდ ჰოპკინსი, ენტუან ბარბუა, ჯეისონ დეტრიკი და ენდი პანკო იცავენ.