ირანის მოქმედი ჩემპიონი და დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული ნიკა ცქიტიშვილი კარიერას ირანში, ოღონდ სხვა კლუბში გააგრძელებს. ქართველმა ფორვარდმა აღნიშნული ტიტულები გასულ სეზონში „მაჰრამში“ მოიგო და ამ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი გახლდათ. მისით დაინტერესება სხვა კლუბებმაც გამოთქვეს, თუმცა ყველას „ფულად მაჰანმა“ აჯობა.
შესაბამისად, ცქიტიშვილი დედაქალაქ თეირანიდან ისპაჰანში გადაბარგდება, სადაც, როგორც ჩანს, საჩემპიონო გუნდს აკეთებენ „ფულად მაჰანის“ სახით. ცქიტიშვილი ირანის ჩემპიონატის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, რომელიც საშუალოდ მატჩში 17,2 ქულას, 9,9 მოხსნას1,1 პასს და 1,8 დაფარებას აგროვებდა. ირანის ჩემპიონატში ცქიტიშვილთან ერთად სერგო ათუაშვილიც ითამაშებს, რომელიც „ესტეღალის“ ღირსებას დაიცავს.
ირანის ჩემპიონატი 1 ნოემბერს იწყება.