ნიკოლოზ ცქიტიშვილი ბაჰრეინის ჩემპიონია. მისმა გუნდმა „მანამამ“ ქვეყნის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „ალ მუარაქს“ და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„მანამას“ ჩემპიონობა დიდად განაპირობა ქართელი ფორვარდის თამაშმა. ცქიტიშვილმა საჩმპიონო მატჩში საუკეთსო შედეგი აჩვენა – 23 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა და მანამელთ გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო. ბოლო პერიოდის წინ ქართველი ფორვარდის გუნდი 9 ქულით ჩამორჩბოდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი 29:18 მოიგო და საბოლოოდ 2 ქულით – 81:79 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი ასევე არის ლიბანისა და ირანის ჩემპიონი. 2002 წელს ნბა-ს დრაფტზე მე-5 ნომრად აყვანილი და ამერიკის პროფესიულ ლიგაში 6 წლის მანძილზე ნათამაშები ცქიტიშვილი ბოლო წლებია აზიის ქვეყნებში წარმატებით ასპარეზობს. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა ნიკას ნათამაშები აქვს იაპონიასა და არაბთ გაერთიანებულ საამიროებში.