“ნიკე” “სამედიცინოს” ბოლომდე ებრძოლა

სამედიცინო – ნიკე     65:62
დინამო – სოხუმი       96:63
სტუ – რუსთავი         63:81
დღეს გამართული მატჩებიდან ყველაზე დაძაბული და საინტერესო „სამედიცინოსა“ და „ნიკეს“ დაპირისპირება გამოდგა. ჩემპიონატის ლიდერმა „სამედიცინომ“, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მარცხი აქვს განცდილი, კინაღამ „ნიკესთან“ წააგო.
გია ტეტელაშვილის გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მედიკოსებს. „ნიკე“ ცხრილში შედარებით დაბლაა, „სამედიცინოსთან“ შეხვედრამდე 6 მატჩი ჰქონდა წაგებული და ამიტომაც განსაკუთრებით გამოსარჩევბია ამ გუნდის მონდომება. ოთხივე მეოთხედი თანაბრად წარიმართა, ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც მეორე, თამაში ისე დასრულდა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა საიმედო უპირატესობა. ბოლო წუთზეც კი ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო. გიორგი ტეტელაშვილის სამქულიანის შემდეგ „ნიკე“ 62:63 მიუახლოვდა „სამედიცინოს“, თუმცამერაბ ბოქოლიშვილმა საპასუხო შეტევაში იხეირა და მედიკოსები 3 ქულით დააწინაურა. ტეტელაშილის სირენის თანხლებით ნასროლი კალათში არ ჩაეშვა და „სამედიცინო“ ბეწვის ხიდზე გავლით მივიდა გამარჯვებამდე.
დანარჩენი 2 შეხვედრა შედარებით უღიმღამო იყო. „დინამოს“ არ გასჭირვებია „სოხუმის“ ძლევა, ხოლო ლიდერმა „რუსთავმა“ სტუ დატოვა უშანსოდ. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა და ადგილებიც ალბათ ბოლოს გადანაწილდება. პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი გადის და მეოთხედფინალში უწყვილდებიან ერთმანეთს. პირველი მერვეს, მეორე – მეშვიდეს და ასე შემდეგ.