“ნიკემ” და “ჰიუნდაიმ” იოლი გამარჯვებები მიითვალეს

“ნიკემ” და “ჰიუნდაიმ” იოლი გამარჯვებები მიითვალეს

1 დეკემბერს აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში
2 მატჩი გაიმართა, რომლებშიც ერთმანეთს არათანაბრად
ძლიერი გუნდები შეხვდნენ. „ჰიუნდაიმ“ იოლად მოიგო მართვე 3–ს, ხოლო „ნიკემ“ „სოხუმს“
აჯობა.

უფრო კალათბურთელად და მსაჯად ცნობილი დავით
ბერიშვილის გაწვრთნილმა  „ნიკემ“ სოხუმელებს
პიორველი მეოთხედი 27:9 მოუგო, რითაც ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად
გაარკვია. ლიკა ქაჯაიას „სოხუმს“ კი ჰქონდა საკმარისი დრო მატჩის ბედის
შემოსატრიალებლად, მაგრამ საამისოდ ძალები არ ეყო.

„ნიკეში“ თავი გამოიჩინა გიორგი
ტეტელაშვილმა, რომელსაც ცოტა დააკლდა სამმაგი დუბლის შესრულებამდე. ტეტელაშვილმა
31 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვება
მნიშვნელოვან წილად განაპირობა.

მეორე შეხვედრაში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაიმ“
„მართვე–3“–ს არ დაუტოვა შანსი. პირველი მეოთხედის შემდეგ თუ 19 ქულით იგებდა „ჰიუნდაი“,
დიდი შესვენების შემდეგ უკვე 57:14 ლიდერობდა. „ჰიუნდაის’ არ ყოლია გამოკვეთილი
ლიდერი და გამარჯვებას გუნდური თამაშის ხარჯზე მიაღწია.