ნიკოლოზ ცქიტიშვილს

ნიკოლოზ ცქიტიშვილს

ცნობილი ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნბა-ში გადასვლის ზღვარზეა. ქართველ ფორვარდს ერთწლიანი, არაგარანტირებული კონტრაქტი გაუფორმა „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ცქიტიშვილი ნბა-ში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს 14 კალათბურთელი ჰყავს გარანტირებული კონტაქტით. ცქიტიშვილთან ერთად კლუბშია ჩაკ ჰეიესიც და სწორედ ამ 2 კალათბურთელიდან შეირჩევა ის მე-15 კლიპერსელი, რომელიც კლუბის განაცხადს შეავსებს.
ახლა ყველაფერი ცქიტიშვილზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად წარმოაჩენს თავს გუნდის ვარჯიშებზე და დაიმსახურებს თუ არა „კლიპერსისგან“ ერთწლიან, გარანტირებულ კონტრაქტს.