საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშევი და ეროვნულის შარშანდელი კანდიდატი სერგო ათუაშვილი სუპერლიგის მონაწილე “ნტდ–თბილისში” ჩაირიცხა. 223–სანტიმეტრიანი ცენტრი რამდენიმე დღე ისინჯებოდა მიმდინარე სუპერლიგაში მეორე ადგილზე მყოფ ნუგზარ კანდელაკის გუნდში და წუხანდელი ვარჯიშის შემდეგ ყველაფერი გადაწყდა: ენტედე ათუაშვილით გაძლიერდება.”ჩვენ აქამდეც გვყავდა ტანმაღალი კალათბურთელი კამერუნელი პლასიდე როდუმტას სახით, თუმცა ათუაშვილის დამატება სავარაუდოდ ბოლომდე მოგვიგვარებს ფარის პრობლემას – აღნიშნა “ნტდ–თბილისის” თავკაცმა ნუგზარ კანდელაკმა – ახლა ველოდებით გათავისუფლების ფურცელს სერბეთიდან, სადაც სერგო აქამდე თამაშობდა. დოკუმენტი ალბათ მალე ჩამოვა და ათუაშვილი უკვე საქართველოს თასის გათამაშებაში დაგვეხმარება”შეთანხმების თანახმად, ათუაშვილი ენტედე–ში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. აქამდე 223–სანტიმეტრიანი კალათბურთელი სერბეთის “ვიზურაში” თამაშობდა, 2007–08 წლების სეზონი კი ესტონურ ტე–ტე–უ–ში გაატარა.როგორც კანდელაკმა აღნიშნა, სერგო ათუაშვილის შემატებით დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ლეგიონერით გაძლიერება. თუკი საამისოდ საჭირო თანხები გვექნა, სავარაუდოდ, უცხოელ მოთამაშესაც ჩამოვიყვანთ – აცხადებს ნუგზარ კანდელაკი.