“ოლიმპია” ადრიატიკაში დაწინაურდა

“ოლიმპია” ადრიატიკაში დაწინაურდა

ლიუბლიანის „ოლიმპია“, რომელმაც ევროლიგის ჯგუფიდან გავიდა, ადრიატიკის ლიგაზეც ყჩაღობს. მე-13 ტურის მატჩში ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის გუნდმა კრაგუევაცში სერბულ “რადნიჩკის” 93:74 სძლია და სხვა მატჩების ჩატარებამდე, 9 მოგებითა და 4 მარცხით, ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
 

 
ვლადიმერ ბოისას სარეაბილიტაციო პროცესი გაუჭიანურდა და მიმდინარე წელს მოედანზე გასვლას ვეღარ მოახერხებს. ის არც ამ მატჩის განაცხადში არ ყოფილა. შერმადინმა 8,30 წუთს ითამაშა და სტუმრებს 2 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ერთადერთი ორქულიანი ზუსტად სტყორცნა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო.
 
“ოლიმპია” მორიგ შეხვედრას უკვე მომავალ წელს, 5 იანვარს ჩაატარებს. ლიუბლიანელებს ამ დღეს ისევ სერბეთში უწევთ თამაში “იგოკეას” წინააღმდეგ.