“ოლიმპიაკოსმა” შერმადინის გარეშე ისევ იმარჯვა

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” ქართველი ცენტრის გარეშე მიიწევს ეროვნული ჩმპიონატის ნახევარფინალისკენ. პირეოსელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა გასვლაზე 74:59 სძლიეს “არისს” და 2:0 დაწინაურდნენ.
შერმადინმა პირველი მატჩის მსგავსად არ ითამაშა. ქართველი ცენტრი განაცხადში არ ყოფილა.  მომდევნო მატჩი “ოლიმპიაკოსს” 10 მაისს პირეოსში ელის და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში განა, სადაც მისი მეტოქე სავარაუდოდ პაოკ-ი იქნება, რომელიც მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 უგებს “კიფისიას”.