წარმატებით დაიწყო ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის „ოლიმპიამ“. ლიუბლიანურმა კლუბმა პირველი ტურის მატჩი სრუმრად, რომში, „ლოტომატიკასთან“ დრამატულ ბრძოლაში, 64:63 მოიგო.
ოლიმპიელთა შემადგენლობაში 20,45 წუთს ითამაშა გიორგი შერმადინმა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ცენტრი შედეგიანობით ვერ გამოირჩა, ის მაინც საკმაო დროით დატოვა მწვრთნელმა მოედანზე, რაც შერმადინის კარგ დაცვით თამაშზე მიუთითებს. გიორგიმ თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა მატჩში უმეტესი – 3 დაფარება განახორციელა, 4 ბურთი მოხსნა და ორიც ჩაჭრა. ერთი სიტყვით, შერმადინმა დაცვაში იჩაუქა და ლიუბლიანელთა გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, ის კვლავ გამოჩნდა განაცხადში, მაგრამ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ბოისა ბოლომდე უნდა ჩადგეს მწყობრში, სანამ მოედანზე შეუშვებენ.
„ოლიმპიას“ ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში „ბარსელონამ“ 81:71 დაამარცხა „მაკაბი. მომდევნო ტურში, რომელიც 27 იანვარს შედეგება, „ოლიმპია“ სწორედ „ბარსელონას“ უმასპინძლებს