ოფიციალურად: ნიკა მეტრეველი “იუვე კაზერტაში” გადავიდა

ოფიციალურად: ნიკა მეტრეველი “იუვე კაზერტაში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, 211 სანტიმეტრი სიმაღლის ნიკა მეტრეველმა კლუბი გამოიცვალა. მეტრეველმა სეზონი იტალიურ სერია „ა“-ში მოასპარეზე „ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოში“ დაიწყო, სადაც 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაცემები მატჩში ასეთია: 15.5 წუთი, 4.1 ქულა და 3.4 მოხსნა.
მეტრეველის გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერთა შორისაც იყო, თუმცა ორლანდოელებმა ბოლო 7 მატჩი წააგეს და 4 მოგებითა და 11 მარცხით ბოლო ადგილზე არიან.  ქართველმა ფორვარდმა გუნდი დატოვა და პირობებზე ასევე სერია „ა“-ს წევრ „იუვეკაზერტას“ შეუთანხმდა. ეს გუნდი უკეთეს პოზიციაშია და 6 მოგებით მე-11 ადგილზე იმყოფება.
ქართველი ფორვარდის გუნდში მისვლა „იუვეკაზერტამ“ ოფიციალურად დღეს დაადასტურა.