“ოსტენდესთან” შენგელლია ორმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა

“ოსტენდესთან” შენგელლია ორმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა

თორნიკე შენგელიამ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ბელგიურ „შარლერუას“ შემადგენლობაში. ჩემპიონატის მორიგ ტურში შარლერუელებმა „ოსტენდეს“ უმასპინძლეს და 80:75 დაამარცხეს, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა.
 
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი დაჰყო. თორნიკემ 11 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი 1 გამოიყენა. ქართველი ფორვარდის სამი სამქულიანიდან არც ერთი არ ჩაეშვა მეტოქის კალათში. შენგელიამ საბოლოოდ 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. მას თითო მოხსნა და ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.
 
ამასობაში შარლერუელებმა ბელგიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარეს. შენგელიას გუნდის ოპონენტებმა მარცხს უხშირეს და „შარლერუაც“ 6 მოგებითა და 1 მარცხით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეორე–მესამეზე მყოფ „ოსტენდეს“ და „ანტვერპენს“ 5 მოგების წილ 3 მარცხი აქვთ. ბელგიის პირველობაზე მომდევნო მატჩს შარლერუელები 26 ნოემბერს სტუმრად „გენტის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.