პაატა გურასპაული მედიასთან შეხვედრას გამართავს

პაატა გურასპაული მედიასთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟურნალისტებს ხვდება. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, პაატა გურასპაულის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა მას-მედიის წარმომადგენლებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა და მიმდინარე საკალათბურთო საკითხებზე საუბარი გახლდათ.

პირველი შეხვედრა 27 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც პაატა გურასპაული ჟურნალისტებთან ისაუბრებს. პრეზიდენტი იმ ღინისძიებებს და აქტივობებს მიმოიხილავს, რომლებსაც ორგანიზება საქართველოს კალათურთის ფედერაციამ გაუწია. ამავდროულად, საუბარი იქნება ქართული კალათბურთის საჭირ-ბოროტო საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და დამსწრეებს კალათბურთთან დაკავშირებით ნებისმიერი აქტუალური კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

მას-მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ მობრძანდნენ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15).

 შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.