პაატა გურასპაული ჟურნალისტებს შეხვდა

პაატა გურასპაული ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრა გამართა. პაატა გურასპაულს ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე ნდობა გასულ დეკემბერში საკალათბურთო სამყარომ გამოუცხადა და ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მას-მედიასთან პერმანენტული შეხვედრები დააანონსა. აღნიშნული შეხვედრები ქართულ კალათბურთში მიმდინარე პროექტებს, გაწეულ საქმიანობას, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებზე საუბარს ემსახურება.

პაატა გურასპაული ჟურნალისტებს ოლიმპიურ სასახლეში შეხვდა. პრეზიდენტმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რაც ქართულ კალათბურთს უკავშირდება.

  • მსაჯთა გარიგებული მატჩების თემა, მსაჯთა უცხოელი ინსტრუქტორის მუშაობა და ახალი კადრების მოძიება;
  • მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამა;
  • ეროვნული ნაკრების გამოსვლა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლეგიონერების ტრავმები და ევროლიგის მოთამაშეების პრობლემა;
  • 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩების ორგანიზება და  ფიბას მიერ მაღალი შეფასება;   
  • საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სანდრო მამუკელაშვილის თამაშის დადებითად გადაწყვეტა;
  • ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალის (U-20) მასპინძლობა;
  • 2021 წლის ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის მასპინძლობის სურვილის გამოთქმა;
  • ჯუნიორ-ნბას წარმატებული პროექტი. ქართველი მოთამაშეების და მწვრთნელის მონაწილეობა ჯუნიორ-ნბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ევროპულ კემპში;
  • სუპერლიგის დასწრებადობის და პოპულარიზაციის გაზრდის ხელშეწყობა;
  • „სასკი ბასკონიას“ კემპის მნიშვნელობა, ესპანური კემპის ბაზაზე სტუმრობის შეფასება;
  • გერმანული კლუბის, ბერლინის „ალბას“ ხელმძღვანელობის საქართველოში სამუშაო ვიზიტით სტუმრობის სურვილი;
  • სპორტულ ფედერაციებს  შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება. ამ მხრივ რაგბის კავშირთან გადადგმული ნაბიჯები.

ეს ის ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რაზეც  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა.  

ქართულ კალათბურთში მიმდინარე პროცესების საკმაოდ ხანგრძლივი მიმოხილვის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მას-მედიის წარმომადგენლებმა პაატა გურასპაულს მრავალი კითხვა დაუსვეს, რომელმაც ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი თემები თითქმის სრულად მოიცვა. ფედერაციის პრეზიდენტმა  ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა და ჟურნალისტებთან მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების, მიმდინარე პროცესებზე აქტიური მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა.