“პანათინაიკოსი” ჩემპიონობას მიუახლოვდა

საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მორიგი საშინაო მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „პანათინაიკოსმა“, რომელმაც ათენში 79:70 სძლია „ოლიმპიაკოსს“ და საერთო ანგარიშში 2:1 დაწინაურდა.
ისევ არ გამოჩენილა მოედანზე საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი, რომელიც განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია. „პანათინაიკოსი“ მატჩის დასაწყისიდან აგებდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ 9 ქულითაც ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლო წუთები შთამბეჭდავად ჩაატარეს მასპინძლებმა და გაიმარჯვეს კიდეც.
მომდევნო მატჩი 6 ივნისს „ოლიმპიაკოსის“ მოედანზე გაიმართება და თუკი იმარჯვებს, „პანათინაიკოსი“ ჩემპიონი გახდება. თუ არადა, მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრას ათენი უმასპინძლებს.