“პანათინაიკოსი” ევროლიგის ტიტულს ვეღარ დაიცავს

“პანათინაიკოსი” ევროლიგის ტიტულს ვეღარ დაიცავს

 
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი „პანათინაიკოსი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი იცავს, ტიტულს ვეღარ დაიცავს. ბერძნულმა გრანდმა ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში შინ „ბარსელონასთან“ 67:70 წააგო და ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
ეს „პანათინაიკოსისთვის“ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე წაგება იყო და მოქმედი ჩემპიონისთვის ბოლო 2 მატჩს აზრი დაეკარგა. შერმადინს „ბარსელონასთან“ არ უთამაშია, მის პოზიციაზე ხუთეულში მყოფმა ნიკოლა პეკოვიჩმა კი 20 ქულა მიითვალა და ათენელთაგან საუკეთესო გახდა.
დარჩენილ 2 მატჩს, რომელიც ათენელთათვის ფორმალურ ხასიათს ატარებს, „პანათინაიკოსი“ 4 მარტს „პარტიზანთან“ და 11 მარტს „მარუსისთან’ გამართავს.