“პანათინაიკოსი” შერმადინს “ოლიმპიაში” უშვებს

“პანათინაიკოსი” შერმადინს “ოლიმპიაში” უშვებს

საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული „პანათინაიკოსის“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი სლოვენიურ „ოლიმპიაში“ მიემგზავრება, სადაც სავარაუდოდ დარჩება კიდეც. ბერძნული გრანდი მას იჯარის სახით სლოვენიურ გუნდს გადასცემს და თუკი ეს შეთანხმება შედგა, შერმადინი ორი წლით ლიუბლიანურ გუნდში ითამაშებს.
შერმადინს „პანათინაიკოსში“ თამაში ხშირად არ უწევდა და სწორედ გამოცდილების მიღებისა და კლასის ამაღლების მიზნით ანათხოვრებენ მას „ოლიმპიაში“, სადაც არაერთ ქართველს უთამაშია. „ოლიმპიას“ წევრია ტრავმირებული ვლადიმერ ბოისაც, რომელმაც ლიუბლიანურ გუნდთან ყველა პირობა შეათანხმა და როცა მოედანზე გასვლა შეეძლება, იქ ითამაშებს. ეს კი სავარაუდოდ დეკემბერში მოხდება.