“პანათინაიკოსმა” “რეალთან” შერმადინის გარეშე წააგო

მწარე მარცხი იწვნია ათენის „პანათინაიკოსმა“ წუხელ ევროლიგაში. გიორგი შერმადინის გუნდი ჯგუფის მდევარ მადრიდის „რეალს“ მასპინძლობდა და რომ ემარჯვა, პირველობას განიმტკიცებდა, მაგრამ პირველივე მეოთხედის შემდეგ გამოჩნდა, რომ მასპინძლებს ძალიან გაუჭირდებოდათ.
მადრიდელებმა 22:8 მოიგეს საწყისი ათწუთეული, შემდეგ ცოტა მოეშვნენ, მაგრამ მესამეში იძალეს და გადამწყვეტ პერიოდს 18–ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, რის შემდეგაც მასპინძლებისთვის ყველაფერი დამთავრდა. მათ საბოლოოდ 67:76 წააგეს.
 ათენელები ტრავმირებული შარუნას იასიკევიჩუსის გარეშე თამაშოიბდნენ, თუმცა ლიტველ ფორვარდს ხშირად აწუხებს ქრონიკულად მტკივანი მუხლი და მიმდინარე სეზონის უმეტესი შეხვედრ გამოტოვა. ვერ იყოჩაღეს „პანათინაიკოსის“ სხვა ლიდერებმა – ნიკოლა პეკოვიჩი 10 ქულას და მხოლოდ 2 მოხსნას დასჯერდა, ხოლო ანტონიოს ფოცისის ორმაგი დუბლი (16 ქულა, 10 მოხსნა) საქმეს არ ეყო.
მოედანზე ვერ ვიხილეთ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი. ჟელკო ობრადოვიჩმა მრისხანე მეტოქესთან ახალბედა ქართველის დახმარებაზე უარი თქვა.
ამ მოგებით „რეალი“ გაუთანაბრდა „პანათინაიკოსს“, თუმცა ცხრილში პირველი იმიტომ წერია, რომ პირად შეხვედრაში აჯობა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ 4 ტურია. მომდევნო მატჩს პანათინაიკოსელები 6 იანვარს ათენში პოლონური „პროკომის“ წინააღმდეგ გამართავენ.
 
 
ობრადოვიჩმა შერმადინი ამჯერად არ ათამაშა