“პანათინაიკოსში” გიორგი შერმადინის დებიუტი შედგა

 
 წუხელ შედგა გიორგი შერმადინის დებიუტი ბერძნულ გრანდ ათენის „პანათინაიკოსში“. 216–სანტიმეტრიანმა ცენტრმა საბერძნეთის ჩემპიონატის მე–8 ტურში სტუმრად „ეგალეოს“ წინააღმდეგ მატჩის ბოლო 5 წუთი ითამაშა და 4 ქულის, 2 მოხსნის და 1 პასის მოგროვება მოახერხა.
შერმადინი „პანათინაიკოსს“ რომ შეუერთდა, ბერძნული ჩემპიონატი უკვე დაწყებული იყო. ის ბოლო მატჩების განაცხადში კი იყო, როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროლიგაზე, მაგრამ მოედანზე არ გასულა. გუშინ კი გიორგისთვის ისტორიული წუთები დადგა – მან ოთხივე ქულა ეფექტურად, ჩატენვით მოინაგრა, თუმც მეტის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ 2 საჯარიმო გაუცუდდა.
შერმადინის უშუალო კონკურენტმა, ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მზარდ ცენტრად მიჩნეულმა ჩერნოგორიელმა ნიკოლა პეკოვიჩმა 18 წუთში 13 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. საკუთრივ შეხვედრა „პანათინაიკოსმა“ 96:81 მოიგო და 8–დან 7 გამარჯვებით ბერძნული ლიგის 1–3 ადგილებს იყოფს „პანელინიოსსა“ და „არისთან“ ერთად.