მერვე ტური ტექნიკური უნივერსიტეტისა და „სოხუმის“ შეხვედრით
დასრულდა. სტუ–ს მიმდინარე ჩემპიონატში მოგება არ განუცდია და ეს უსიამოვნო
ტრადიცია ვერც.4 ლეგიონერით გაძლიერებულ სოხუმელებთან დაარღვია.
მატჩის სადებიუტო მეოთხედი თანაბარი გამოდგა. სტუდენტები ძალიან
მონდომებულები იყვნენ და ათწუთეული 20:20 დასრულდა. მეორე მეოთხედიდან კი
სოხუმელებმა მთელს მოედანზე კონტროლი დააწესეს და მომდევნო პერიოდები სოლიდურად
მოიგეს: 16:7 და 26:11. ამის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა და „სოხუმიც“
გამარჯვებამდე უპრობლემოდ მივიდა.
სოხუმელთა სორის დებიუტი ჰქონდა რიგით მეოთხე ლეგიონერს, ლიტველ
პეტრას ბალოჩკას, რომელსაც ცოტა დააკლდა, მოხსნებში მიმდინარე სეზონის რეკორდს რომ
შეწვდენოდა. ბალოჩკამ 17 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა, ხოლო სეზონის
საუკეთესო შედეგი მის თანაგუნდელ რიჩარდ დამუსსა და შსს–ელ დავით ბარბაქაძეს
ეკუთვნით – 19.
სოხუმლთათვის ეს მე–5 გამარჯვება იყო და ისინი ცხრილში მე–4 ადგილზე
განლაგდნენ, სტუ–ს კი 7 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=313
პერტას ბალოჩკას 17–დან ერთ–ერთი მოხსნა