ფაჩულია “ატლანტას” “ფილადელფიასთან” შეეშველა

„ატლანტა ჰოუქსმა“ დღეს გამთენიისას „ფილადელფიას“ 112:93 სძლია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი გაიმყარა.
ჯორჯიელებს ულიდერა ტრავმამოშუშებულმა მარვინ უილიამსმა, რომელმაც 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება ატლანტელთა ქართველ ცენტრს, ზაზა ფაჩულიამ 14 წუთი ითამაშა და ამ დროის გათვალისწინებით საკმაოდ ბარაქიანად გაისარჯა. ზაზამ 5 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, მოხსნა 5 ბურთი და 3–ჯერ ჩაუჭრა ფილადელფიელებს. ფაჩულიამ ორჯერ დაკარგა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მომდევნო მატჩი ატლანტელებს ხვალ „გოლდენ სტეიტთან“ შინ ელით.
 

ბურთისთვის იბრძვიან ზაზა ფაჩულია
და ფილადელფიელი ცენტრი, მარის სპეიტსი