რეგულარულის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია “ჰოქსი” შინ “მაიამის” შეხვდა. მოქმედ ჩემპიონებთან მატჩში ზაზა შაკილ ონილს დაუპირისპირდა და თავისი საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. დიდ შესვენებამდე საქართველოს ნაკრების ლიდერის ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულა და 2 მოხსნა იყო. არა, ორმაგი დუბლი არც მის თანაამპლუელს გაუკეთებია, მაგრამ ონილს მთელი ფარქვეშეთი გადაკეტილი ჰქონდა და მასპინძლებიც ძირითადად პერიმეტრიდან უტევდნენ.ონილმაც მალე მიიღო 3 ფოლი და საერთო ჯამში, მან მოედანზე ფაჩულიაზე ერთი წუთით ნაკლებიც კი დაჰყო, მაგრამ შაკმა ამ მცირე დროში არც მეტი, არც ნაკლები 6 შედეგიანი გადაცემის ჩამორიგება მოასწრო, რაც მისთვის მიმდინარე რეგულარულში პირადი რეკორდის გამეორებაა.“ჰოქსს” ამ მატჩამდე შინ ზედიზედ 5 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ერთხელაც რომ ემარჯვა, ოდნავ მაინც მიუახლოვდებოდა საფლეიოფო ზონას, მაგრამ ონილსა და ედი ჯოუნსზე გადართულმა “მასპინძლებმა თავისუფალი ზონები დაუტოვეს ჯეისონ უილიამსს, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი.გაეცანით მატჩის სრულ სტატისტიკას.
ატლანტა-მაიამი 83:91 22:24, 14:23, 23:22, 24:22ატლანტა: ჯოშ სმიტი (41 წთ. 27 ქ. 9 მ. 4 დ. 3 პ. 3 ჩ), მერვინ უილიამსი (38 წთ. 16 ქ. 12 მ. 2 პ. 1 ჩ), ზაზა ფაჩულია (21 წუთი, 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 შეცდომა, 5 ფოლი), ჩილდრესი (39 წთ. 9 ქ. 5 მ. 5 პ. 2 ჩ), ე. ჯონსონი (24 წთ. 4 ქ. 4 პ. 2 მ. 1 ჩ) – ს. სტაუდმაიერი (17 წთ. 13 ქ. 3 პ. 2 მ), შელდენ უილიამსი (15 წთ. 4 ქ. 5 მ. 1 დ), ლიუ (23 წთ. უქულოდ, 5 პ), ლ. რაიტი (13 წთ. უქულოდ, 5 მ. 2 პ), ს. ჯოუნსი (4 წთ. უქულოდ, 1 მ). მაიამი: ჯეისონ უილიამსი (37 წთ. 21 ქ. 8 პ. 4 მ), ე. ჯოუნსი (38 წთ. 14 ქ. 4 ჩ. 3 მ), შ. ონილი (21 წთ. 12 ქ. 6 პ. 3 მ. 1 ჩ. 1 დ), ჰასლემი (31 წთ. 10 ქ. 7 მ. 1 პ. 1 ჩ), პოუსი (26 წთ. 10 ქ. 3 მ. 2 პ. 1 ჩ. 1 დ) – დულიკი (21 წთ. 10 ქ. 7 მ. 2 დ. 1 ჩ), ა. უოკერი (23 წთ. 6 ქ. 6 მ. 2 პ), პეიტონი (17 წთ. 4 ქ. 3 პ), დ. რაიტი (22 წთ. 4 ქ. 7 მ. 3 პ. 1 ჩ).
ატლანტა ჰოქსი: 69 მატჩი, 27 მოგება, 42 წაგება, მეოთხე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, მე-11 ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.მომდევნო მატჩი: ატლანტა – პორტლენდი (23 მარტი).